 |
 |
|
|
|
ინსტრუქტორები
 |
ოლეგ კონოვალოვი
უფროსი ინსტრუქტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი
CCIE 22607 (როუტინგი & სვიჩინგი)
 |
საქართველო
|
|
 |
|
ოლეგ კონოვალოვი Cisco-ს ქსელების ინდუსტრიაში ხუთ წელზე მეტია, რაც მოღვაწეობს. მან CCNA კვალიფიკაცია 2004 წელს მოიპოვა. ოლეგმა Cisco-ს კარიერული სერთიფიცირებაში სრული გზა განვლო, Associate კვალიფიკაციიდან - ექსპერტამდე. ოლეგი წლების განმავლობაში ყოველდღე ნერგავდა Cisco-ს კურსებში წარმოდგენილ ტექნოლოგიებს.
იგი საქართველოს IT საზოგადოების ცნობილი სახეა. ოლეგი ყოველთვის მზად არის ”დელტა ლერნინგის” აუდიტორიას თავისი ცოდნა გაუზიაროს.
|
|
| |
 |
კონსტანტინე თვალთვაძე
CCIE 29360 (როუტინგი & სვიჩინგი)
 |
საქართველო
|
|
 |
|
კონსტანტინეს ქსელურ ტექნოლოგიებში მუშაობის რვა წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკული ცოდნითა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიღებული განათლების შედეგად იგი ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება. სისტემური ინჟინერიის მიმართულებით მუშაობის გარდა იგი უძღვება საქართველოს წამყვანი კომპანიების IT თანამშრომლებისათვის ორგანიზებულ სემინარებს Cisco-ს ტექნოლოგიების დანერგვისა და ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. სწორედ ამ გამოცდილებამ ჩამოუყალიბა კონსტანტინეს ინფორმაციის გასაგებად მიწოდების უნარი, რის გამოც კურსები მისი ხელმძღვანელობით განსაკუთრებულად საინტერესოა.
|
|
| |
 |
მაქსიმ ძუმანენკო
VCP, RHCP
 |
უკრაინა
|
|
 |
|
მაქსიმ ძუმანენკო არის VMware-ის სერთიფიცირებული ინსტრუქტორი და Red Hat-ის ინსტრუქტორი. იგი უკვე მრავალი წელია რაც სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე IT-სპეციალისტებს უზიარებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას. მისი პროფესიონალიზმის წყალობით მრავალმა უცხოურმა და ქართულმა ორგანიზაციამ გაზარდა თავიანთი თანამშრომლების კვალიფიკაცია და შესაძლებლობები. მაქსიმ ძუმანენკო და Delta learning-ი სიამოვნებით წარმოუდგენენ ცენტრის მსმენელებს VMware-ისა და Red Hat-ის კურსებს.
|
|
| |
 |
ია მეტრეველი
Adobe-ს სერთიფიცირებული ინსტრუქტორი
 |
საქართველო
|
|
 |
|
ია მეტრეველი - ერთ-ერთი პირველი ადობის სერთიფიცირებული ინსტრუქტორი (ACI) საქართველოში - ამჟამად ის მუშაობს ფლეშ ანიმატორად ჩვენს კომპანიაში. ის პროფესიონალი მასწავლებელი და ფერმწერია, ასევე ”ბროლის ბუ”-ს პირველი მფლობელი (უმაღლესი ჯილდო ინტელექტუალურ თამაშში ”რა? სად? როდის?”). რელევანტური ცოდნისა და გამოცდილების შეძენის შედეგად ის მზადაა როგორც ”ადობის” პროდუქტებში კურსების ჩასატარებლად, ასევე სტუდენტების სასერთიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებლად.
|
|
| |
 |
სანდრო გალდავა
MCSE (მესიჯინგი), MCSA (მესიჯინგი), MCP, MCTS
 |
საქართველო
|
|
 |
|
ბოლო სამი წლის განმავლობაში სანდრო Microsoft-ის მესიჯინგ ტექნოლოგიებითაა დაკავებული: ატარებს კონსულტაციებს, იძლევა ინსტრუქციებს და წარმართავს დანერგვის პროცესს. ის კონსულტანტად საქართველოს რამდენიმე დიდ ორგანიზაციაში მუშაობდა. ამჟამად სანდროს გააჩნია MCSE მესიჯინგში. იგი პირველი MCITP ენტერპრაიზ მესიჯინგ ადმინისტრატორია საქართველოში. სანდრო თავისი დროის დიდ ნაწილს Microsoft-ის ახალი შესაძლებლობებისა და პროდუქტების გამოყენებას უთმობს. სანდრო შეიმუშავებს და ასწავლის Microsoft-ის ტრეინინგის პროდუქტებსა და კურსებს. იმავდროულად ის ემზადება Microsoft Certified Master სერთიფიკატის მოსაპოვებლად.
|
|
| |
 |
სოსო ფიფია
PMP
 |
საქართველო
|
|
 |
|
სოსო ფიფია ერთ-ერთი პირველი სერთიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალია (PMP) საქართველოში. იგი ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. სოსო გამოირჩევა ღრმა მენეჯერული განათლებითა და პროექტების მართვაში მოღვაწეობის ხუთ წლიანი გამოცდილებით. სხვადასხვა დროს იგი ასევე მუშაობდა ”ტოპ მენეჯერულ” თანამდებობებზე, დღეისათვის კი ჩვენს კომპანიაში უფროსი პროექტების მენეჯერის თანამდებობა უკავია.
|
|
| |
 |
ბექა თომაშვილი
MCDA, MCTS
 |
საქართველო
|
|
 |
|
ბექა გახლავთ Microsoft-ის ტექნოლოგიებისა და მონაცემთა ბაზების სერთიფიცირებული სპეციალისტი. მას აქვს დიდი გამოცდილება საინფორმაციო სისტემების დეველოპმენტში და ფლობს სიღრმისეულ ცოდნას მონაცემთა ბაზების არქიტექტურის საკითხებში. მას აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება Microsoft SQL Server-სა და IBM DB2 მონაცემთა ბაზების სისტემებში.
|
|
| |
 |
ვადიმ გრებენჩუკი
MCITP
 |
საქართველო
|
|
 |
|
ვადიმი არის Microsoft–ის სერთიფიცირებული IT პრეფესიონალი, რომელსაც პრაქტიკული საქმიანობისა და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი უძღვება Windows და Linux–ის პროფესიულ ტრეინინგებს და პარალელურად აგრძელებს საქმიანობას კომპანიის სისტემული ინჟინერის პოზიციაზე. ვადიმი აპირებს მოიპოვოს Certified Technical Trainer (CompTIA CTT+) კვალიფიკაცია, რისთვისაც ის აქტიურად ემზადება.
|
|
| |
 |
ეკა ჩოგოვაძე
MCAD, MCP
 |
საქართველო
|
|
 |
|
ეკა ჩოგოვაძეს პროგრამირების სფეროში 6 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება საქართველოში. პროგრამირების პარალელურად ეკა ახერხებს თავისი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას. 3-წლიანი გამოცდილების შედეგად მას გამოუმუშავდა ცოდნის გადაცემის შესანიშნავი უნარი, რასაც ეფექტურად იყენებს დელტა ლერნინგში.
|
|
| |
 |
ბოგდან ერიაშვილი
1C Bitrix-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი
 |
საქართველო
|
|
 |
|
ბოგდანს ვებ-პროგრამირების ხუთ წლიანი გამოცდილება აქვს და HTML, CSS, PHP -ის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია საქართველოში. მისი პორტფოლიო ათეულობით ვებ-გვერდს ითვლის, უამრავი ცნობილ კომპანია საკუთარი საიტის ავტორობას სწორედ მას ანდობს. ვებ-ტექნოლოგიებში პრაქტიკულ გამოცდილებისა და სიღრმისეული ცოდნის დაგროვების შედეგად 2009 წელს იგი 1C Bitrix-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი გახდა.
|
|
| |
 |
ნინო ხომასურიძე
 |
საქართველო
|
|
 |
|
ნინო ხომასურიძე Microsoft–ის გამოცდილი ინსტრუქტორია, რომელსაც ამ მიმართულებით ცოდნის გაზიარების 12 წლიანი გამოცდილება აქვს. ნინო გთავაზობთ Microsoft-ის პროდუქტებში საინტერესო კურსებსა და მსმენელების შესაბამისი სასერთიფიკაციო გამოცდისთვის მომზადებას. გამოცდილების შედეგად მას გამოუმუშავდა ცოდნის გადაცემის შესანიშნავი უნარი, რასაც ეფექტურად იყენებს დელტა ლერნინგში.
|
|
| |
|
|
|
|
| |