გამოცდის დღეს გთხოვთ დროულად მოხვიდეთ სატესტო ცენტრში - ზუსტად 15-20 წუთით ადრე გამოცდამდე. თან უნდა იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მართვის მოწმობა და ა.შ.). გამოცდის დაწყებამდე თქვენ უნდა დაადასტუროთ რომ ეთანხმებით სატესტო ცენტრის წესებს, უნდა დაადასტუროთ რომ თქვენ დაემორჩილებით ამ წესებს და არ გამოააშკარავებთ კონფიდენციალურ ინფორმაციას საკანდიდატო კონტრაქტის ხელმოწერის შედეგად.
გამოცდის დროს კანდიდატის ყველა პირადი ნივთი შეინახება სატესტო ცენტრის ადმინისტრატორთან. საჭირო საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფილნი იქნებით სატესტო ცენტრის მიერ. თქვენ არ შეგეძლებათ მისი გამოყენება უშუალოდ გამოცდის დაწყებამდე. გამოცდის დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა ჩააბაროთ თქვენი ნამუშევარი სატესტო ცენტრის ადმინისტრატორს. გამოცდის მსვლელობისას შეგიძლიათ მხოლოდ სატესტო ცენტრის მიერ მოწოდებული ნივთების ხმარება. გამოცდის მიმდინარეობისას ადმინისტრატორი მუდმივად გააკონტროლებს თქვენს აქტივობას. შესაძლებელია გამოცდა ვიდეოზე იწერებოდეს. თქვენ არ შეგიძლიათ სატესტო ცენტრის ადმინისტრატორს დაუსვა კითხვა საგამოცდო მასალის შესახებ. თქვენ არ შეგიძლიათ სხვა კანდიდატების შეწუხება გამოცდის მიმდინარეობის დროს. გამოცდა შეზღუდულია დროში. გამოცდის დროს შესვენებების გაკეთება არ არის რეკომენდირებული, რადგან შესვენებები სრულ საგამოცდო დროში შედის. მას შემდეგ რაც საგამოცდო დრო ამოიწურა, ტესტი ავტომატურად წყდება და შეუვსებელი ველები ავტომატურად ნულს უტოლდება. გამოცდის შემდეგ თქვენ მიიღებთ სატესტო შედეგების ამონაბეჭდს.
სატესტო ცენტრის ადმინისტრატორი უფლებამოსილია შეაჩეროს ტესტის მიმდინარეობა გაფრთხილების გარეშე თუკი ტესტირების წესები დარღვეულია.
მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაცია გამოცდის შეჩერებასა და ჩადენილი დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ მიეწოდებათ გამოცდის მომწოდებელს (
Prometric,
Pearson VUE, ა.შ.).
ტესტის საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას. წესების დამრღვევებზე სხვადასხვა სახის სანქციები გამოიყენება (სერთიფიკაციამდე და კონკრეტული მომწოდებლისგან ცხოვრების ბოლომდე შავ სიაში შეტანამდე).
ასევე გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში თქვენ კარგავთ გამოცდაზე დასწრების უფლებას, გაწეული ხარჯის ანაზღაურების გარეშე.